მსახიობისა და რეჟისორის რეზი ქაროსანიძის გარდაცვალების გამო
მესხიშვილის თეატრში კვირის მიმდინარე სპექტაკლები მოხსნილია.
8 თებერვალს მსახიობი თეატრში გარდაცვლილი იპოვეს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას
გულისხმობს.
რეზი ქაროსანიძეს, როგორც მსახიობს მონაწილეობა მიღებული აქვს ათობით
სპექტაკლში.
მისი სარეჟისორო დებიუტი შედგა სპექტაკლით "ბუზები".
მუშაობდა სპექტაკლზე "გოდოს მოლოდინში".
საკუთარი მოქალაქეობრივი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა რეზი
ქაროსანიძემ, რამდენიმე სხვა მსახიობთან ერთად, პროექტით
"კონსტიტუცია" აჩვენა. მსახიობებმა საქართველოს კონსტიტუცია
პერფორმანსის ფორმით, რამდენიმე წლის წინ, ქუჩაში, მესხიშვილის
თეატრის კიბეებზე წარმოადგინეს
მასალის გამოყენების პირობები