თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 8 294 ადამიანი
გარდაიცვალა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრას
5 894 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში კი - 2 400.
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან,
ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. თურქეთის
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 7,7
მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში,
კაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. შუადღის შემდეგ,
ეპიცენტრში დაფიქსირდა კიდევ ერთი - 7,6 მაგნიტუდის
მიწისძვრა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქებში, მათ შორის
გაზიანთეპში, მალათიაში, ადანასა და დიარბაქირში დანგრეულია 5 700-ზე
მეტი შენობა.
მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთის მეზობელ სირიაშიც,
სადაც წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 1500-ზე მეტი ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები