ახალი ამბები
რას ამბობენ მერიაში არქიტექტორზე, რომელმაც მათ პროტესტის ნიშნად სიგელები დაუბრუნა
FaceBook
ქუთაისის მერიაში არქიტექტორ ვახტანგ დვალიშვილის განცხადებებსა და მის მიერ პროტესტის ნიშნად, საპატიო სიგელების დაბრუნებას ეხმაურებიან.

მერიაში განმარტავენ, რომ არქიტექტორმა მთლიანად ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქციის საკუთარი კონცეფცია წარმოადგინა და არა ეთნოგრაფიის მუზეუმის ყოფილი შენობის. 

„მას შემდეგ, რაც ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ყოფილი შენობის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გამოცხადდა ტენდერი. ტენდერი იყო ღია და მასში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა ყველა დაინტერესებულ პირს. არქიტექტორ ვახტანგ დვალიშვილს ტენდერში მონაწილეობა არ მიუღია.

ქუთაისის მერიამ ორგანიზება გაუკეთა ბატონი ვახტანგ დვალიშვილის შეხვედრას არქიტექტორებთან, სადაც მან წარმოადგინა მთლიანად ცენტრალური მოედნის (და არა კონკრეტულად აღნიშნული შენობის )სრული რეკონსტრუქციის საკუთარი ხედვა და კონცეფცია, რაც იმ ეტაპისთვის არ იყო გათვალისწინებული, ვინაიდან საუბარი იყო მხოლოდ მუზეუმის ყოფილი შენობის რეაბილიტაციის პროექტზე“,
- განმარტავენ ქუთაისის მერიაში.

ვახტანგ დვალიშვილმა მერიას მისთვის გადაცემული „ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ საპატიო სიგელები დაუბრუნა და განმარტა, რომ მათ იმ შემთხვევაში დაიბრუნებდა, თუ მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილას საგამოფენო სივრცის მოსაწყობად მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები სწორად წარიმართებოდა.

არქიტექტორი ამბობს, რომ აღნიშნული შენობის წინა კედელი ავარიულია, შესაბამისად, პროექტში კორექტირება უნდა შევიდეს, მოხდეს ობიექტის დემონტაჟი და აშენდეს ახალი შენობა, რომელიც ცენტრალური მოედნის გენერალურ გეგმას შეესაბამება.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, სადაც ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილას, საგამოფენო სივრცე უნდა მოეწყოს, რამდენიმე დღის წინ კედლის ნაწილიც ჩამოიშალა. აღნიშნული სივრცის მოწყობის ერთ-ერთი პირობა, სწორედ ამ ფასადის ძველი იერსახის შენარჩუნებაა.

მერიაში კი შენობის მდგრადობის შესწავლა მხოლოდ მიმდინარე სამუშაოების ირგვლივ ატეხილი ხმაურის შემდეგ დაიწყეს. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ თუ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აუცილებელი გახდება ფასადის დემონტაჟი, კედელს დაშლიან.

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები ზაფხულში დაიწყო. კომპანია "ართვინ ჯორჯია" ტერიტორიაზე ღია ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობას 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა. შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და მოხდება ახალ არქიტექტურასთან სინთეზი.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. აქ წლების განმავლობაში მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა.

2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.


ამავე თემაზე:

ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო

რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას, სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.