ახალი ამბები
არქიტექტორი ქუთაისის მერიას, პროტესტის ნიშნად, მისთვის გადაცემულ საპატიო სიგელებს უბრუნებს
FaceBook
არქიტექტორი ვახტანგ დვალიშვილი ქუთაისის მერიას მისთვის გადაცემულ „ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ საპატიო სიგელებს უბრუნებს.

პროტესტის მიზეზი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილას საგამოფენო სივრცის მოსაწყობად მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რომელიც არაქიტექტორის თქმით, არასწორად ხორციელდება. 

„მუზეუმის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს არასწორად, ამიტომ პროტესტის ნიშნად მინდა დავუბრუნო მერიას სიგელები, რომელიც მე მომეცა, როგორც ღვაწლმოსილ ქუთაისელს (ორი საპატიო სიგელი). მათ დავიბრუნებ იმ შემთხვევაში, როდესად მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები წარიმართება სწორად“,
- განმარტავს არქიტექტორი.

ვახტანგ დვალიშვილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არსებული პროექტი უნდა დაკორექტირდეს და ახალი შენობა აშენდეს, რომელიც ცენტრალური მოედნის გენერალურ გეგმას შეესაბამება.

„მე მინდა მივმართო მუზეუმის პროექტის ავტორს: ჩვენ არ ვიწუნებთ თქვენს პროექტს, მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ ეს შენობა შემოჭრილი დარჩა მოედნის არეალში რვა მეტრით. ვინაიდან ახლა ის დაინგრა,  ასე რომ ვთქვათ, ავარიულად, გაკეთდეს პროექტის კორექტირება და აშენდეს ახალი შენობა იმ ნორმებით, რასაც ითხოვს ქალაქის შენობის ნორმები. თუ ცუდად გამოვა, ჩვენ დაგვბრალდება არქიტექტორებს და არა ხელისუფალს“, - ამბობს არქიტექტორი.

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, სადაც მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილას, საგამოფენო სივრცე უნდა მოეწყოს, კედლის ნაწილი ჩამოიშალა. საუბარია ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობის ფასადზე, რომელიც ამ სივრცისთვის უნდა გამოიყენონ. აღნიშნული სივრცის მოწყობის ერთ-ერთი პირობა, სწორედ ამ ფასადის ძველი იერსახის შენარჩუნებაა. 

შენობის მდგრადობით ქუთაისის მერია მხოლოდ მიმდინარე სამუშაოების ირგვლივ ატეხილი ხმაურის შემდეგ დაინტერესდა. შესაბამისად, საგამოფენი სივრცის მოწყობითი სამუშაოების დაწყებიდან 6 თვის შემდეგ გადაწყვიტეს მერიაში ექსპერტიზის ჩატარება. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ თუ დასკვნის მიხედვით აუცილებელი გახდება ფასადის დემონტაჟი, კედელს დაშლიან. 

ქუთაისში, მუზეუმის ყოფილ შენობაში საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები ზაფხულში დაიწყო. კომპანია "ართვინ ჯორჯია" ტერიტორიაზე ღია ტიპის საგამოფენო სივრცის მოწყობას 4 მილიონ 999 227 ლარის სანაცვლოდ ახორციელებს.

ახალი სივრცის პროექტი შპს "ნს სტუდიომ" მოამზადა. შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და მოხდება ახალ არქიტექტურასთან სინთეზი.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ყოფილი შენობა 1860 წელს აშენდა. აქ წლების განმავლობაში მუზეუმი ფუნქციონირებდა. 2012 წლის 9 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელი მინისტრის ბრძანებით, ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა.

2017 წელს, ფუნქციის გარეშე დარჩენილ შენობაში ბიზნესმენი თემურ ჭყონია სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.

წლების განმავლობაში მერიამ შენობას ფუნქცია ვერ მოუძებნა. ისტორიულ ნაგებობას ერთადერთი დატვირთვა ჰქონდა - ადგილობრივი ხელისუფლება მის ფასადს ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ბანერების გამოსაფენად იყენებდა.

ამავე თემაზე:

ცენტრალურ მოედანზე საგამოფენო სივრცის მოწყობითი სამუშაოები დაიწყო

რა ისტორია უკავშირდება მუზეუმის ყოფილ შენობას, სადაც ახალი სივრცე უნდა მოეწყოს






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.