უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მთელი ღამის განმავლობაში საჰაერო
განგაში იყო.
შესაძლო თავდასხმის შესახებ გამაფრთხლებელი სიგნალები ამოქმედდა
დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და პოლტავის ოლქებში.
განგაშის სიგნალები ისმოდა ზაპოროჟიეს იმ ტერიტორიებზე, რომელთაც
კიევი აკონტროლებს. ფრონტის ხაზის ეპიცენტრად ისევ დონეცკის ოლქი
რჩება. იქ ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა.
რუსეთი, რეგიონზე კონტროლის მოპოვების მიზნით, იერიშებს
ააქტიურებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ
24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო
დარტყმა ქალაქ ხარკოვის და დონეცკის ოლქის ქალაქ დრუჟკოვკის
სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და 56 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული
სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქ ხერსონის სამოქალაქო
ობიექტებზე.
უწყების ცნობითვე , გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალების
შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 14 დასახლებულ პუნქტთან, მათ
შორის ქალაქ ბახმუტის რაიონში.
მასალის გამოყენების პირობები