ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52
(გომი-საჩხერე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის
მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც
აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა", - აღნიშნულია გზების დეპარტამენტის
განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები