ორთვიანი მსჯელობის შემდეგ, ქუთაისის მერიამ
ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირების შესახებ გადაწყვეტილება მაინც
მიიღო.
მერიაში განმარტავენ, რომ მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა 20
თეთრით გაიზრდება, რომლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას, დღეს
საკრებულოს სხდომაზე მიიღებენ.
მგზავრობის
ტარიფის გაორმაგება ჯერ კიდევ გასული წლიდან უნდა
მომხდარიყო, თუმცა, საკრებულომ მაშინ მხარი არ დაუჭირა და საკითხის
დეტალურად შესწავლა მოსთხოვა.
ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირება, თავის მხრივ,
მიკროავტობუსებით მგზავრობის ტარიფის მომატებასაც გამოიწვევს.
ქუთაისში 60 ერთეული ლურჯი ავტობუსები (მუნიციპალური) მერიამ
2020 წელს შეისყიდა და ამისთვის
23 მილიონ 100 400
ლარი 10 წლიანი ვადით ისესხა.
მასალის გამოყენების პირობები