მესხიშვილის თეატრს ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
ყავს.
ამ პოსტზე ამჟამად გიორგი ფუთურიძე დაინიშნა.
გიორგი ფუთურიძე 2006-2017 წლებში იკავებდა დირექტორის პოზიციას
მესხიშვილის თეატრში.
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია
რამდენიმე დღეა ვაკანტურია.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ გადადგომის შესახებ
თავად დაწერა განცხადება.
ერთ-ერთი ვერსიით, თანამდებობიდან წასვლის მიზეზად
მოვალეობისთვის თავის ვერგართმევა სახელდება.
"თეატრში სხვა მიზეზს ასახელებენ "არასწორი ინფორმაცია გავრცელდა
პრესაში, რომ თითქოს აიძულეს წასვლა და ა.შ. გიორგი თავაძემ საკუთარი
ნებით დაწერა განცხადება. ადამიანმა ჩათვალა, რომ მისთვის რეჟისორობა
ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე სამხატვრო ხელმძღვანელობა.
უჭირდა სპექტაკლების დადგმა, რადგან ძალიან ბევრი საქმე აქვს
სამხატვრო ხელმძღვანელს. გამომდინარე აქედან მიიღო გადაწყვეტილება
საკუთარი თავის რეალიზება მოეხდინა რეჟისურაში", - ამობს
თეატრის ყოფილი დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.
თავაძე სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის გზით გასული
წლის გაზაფხულზე დაინიშნა.
ამ პოსტზე კანდიდატს ოთხი წლით ირჩევენ.
უფლებამოსილება ავტომატურად შეუჩერდა თეატრის დირექტორ სულხან
გოგოლაშვილსაც.
კულტურის სამინისტრო ერთ თვეში გამოაცხადებს კონკურსს ქუთაისის
მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის
პოზიციაზე.
მასალის გამოყენების პირობები