ქუთაისში, „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ ოფისთან მანქანის
დაპარკინგების გამო ორგანიზაციის თანამშრომლის ცემის ფაქტზე, დღეს
საპროტესტო გაიმართება.
საუბარია, 30 იანვარს მომხდარ შემთხვევაზე, როცა აღნიშნული ცენტრის
თანამშრომელს მეზობელი ფიზიკურად დაუპირისპირდა. მამაკაცს ხელი
დაუზიანდა, რის გამოც კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
„ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ ხელმძღვანელი ლიკა მხატვარი
განმარტავს, რომ შშმ თემის მიმართა მსგავსი ფაქტი პიველი არ არის.
ცენტრში თერაპიის კურსს აუტისტური სპექტრის, ცერებრული დამბლის და
სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები მკურნალობენ.
„აქცია ემსახურება ჩვენს მიმართ სიძულვილის მიზეზების სიღრმისეულ
კვლევას და მათ აღმოფხვრას. ასევე საინფორმაციო კამპანიის დასაწყისს
ტოლერანტობისა და თანასწორობის მხარდასაჭერად, რომელიც სახელმწიფოს
პრეროგატივა უნდა გახდეს. ასევე, მოვითხოვთ, ორგანიზაციის ოფისთან
მომხდარი ინციდენტის საფუძველზე აღძრული საქმის ობიექტურ გამოძიებას.
მოძალადის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
შესაძლებელი გავხადოთ ჩვენი საქმიანობის უსაფრთხოდ გაგრძელოება და
მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას“,- ამბობს ლიკა
მხატვარი.
ისინი ასევე ითხოვენ, ორგანიზაციის დაზარალებულად ცნობას.
აქცია ორგანიზაციის ოფისის წინ გაიმართება, სადაც ინციდენტი მოხდა და
პროტესტის მონაწილეები მსვლელობით ქუთაისის მერიისკენ
გადაინაცვლებენ.
მასალის გამოყენების პირობები