გელათის მონასტერში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული არქიმანდრიტი,
იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.
არქიმანდრიტი ორ კვირაზე მეტი საავადმყოფოში იმყოფებოდა.
ექიმებიც ცნობით მისი მდგომარეობა რთული იყო.
ხანძართან დაკავშირებით ქუთაის-გაენათის ეპარქია ამბობდა, რომ ცეცხლი
გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში
გაჩნდა.
„2023 წ. 16 იანვარს, შუაღამეს, გელათის მამათა მონასტერში
სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა
ახლომდებარე საწოლის საბანს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი
სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო ცეცხლი მოედო მთელ
ოთახს. შემთხვევით, თავისი სენაკიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა იოსებმა
დაინახა გაჩენილი ხანძარი. ცეცხლის ჩაქრობის მიზნით მაშინვე შევიდა
სტუმრების სენაკში და გამოიტანა ალმოდებული საბანი, რომლისგანაც მის
სამოსელსაც გადაედო ცეცხლი“, - აღნიშნულია ეპარქიის ფეისბუკგვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები