ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის შენობის რეაბილიტაციასთან
დაკავშირებით, მოძრაობის წესები დროებით იცვლება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, თბილისის ქუჩა ყველა ტიპის სატრანსპორტო
საშუალებისთვის სრულად დაიკეტება.
მოძრაობა კოსტავასა და გელათის ქუჩების გავლით იქნება
შესაძლებელი.
„ტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს კოსტავას ქუჩიდან 26 მაისის ქუჩის
მიმართულებით, ხოლო 26 მაისის ქუჩიდან- გელათის ქუჩის გავლით
ცენტრალური მოედნისკენ.
იცვლება N19 ავტობუსის სვლაგეზი. M3 კატეგორიის სატრანსპორტო
საშუალება ( N19) , თბილისის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებს კოსტავას
ქუჩის გავლით, 26 მაისისა და სოლომონ I -ის ქუჩების კვეთამდე, ხოლო
ცენტრალურ მოედნამდე იმოძრავებს 26 მაისისა და გელათის ქუჩების
გავლით. ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხების გამო“, - აღნიშნულია
მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეზღუდვა 30 იანვრის 10:00 საათიდან 9 თებერვლამდე იმოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები