გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 იანვარს საქართველოში
უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
28 იანვრიდან 4 თებერვლამდე კი დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია
მოსალოდნელი.
სააგენტოს ცნობით, მთასა და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის
ტემპერატურა 27-28 იანვარს, დღის საათებში, დასავლეთ საქართველოს
დაბლობში +12, +17 გრადუსი იქნება, ხოლო 29 იანვრიდან 3-4 გრადუსით
დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ტემპერატურა +6, +11 გრადუსის
ფარგლებშია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 26-28 იანვარს უნალექო ამინდი
იქნება. 29-31 იანვარს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 29 იანვრამდე
ღამის საათებში ისევ უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი (-2, -4
გრადუსი), 29 იანვრიდან კი შედარებით დათბება და ჰაერის ტემპერატურა
ღამით +1, +3, ხოლო დღისით +10, +12 გრადუსამდე მოიმატებს.
მასალის გამოყენების პირობები