ქუთაისის მერის ახლადდანიშნული მოადგილე თამარ დახუნდარიძე
სოციალურ, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულებებს გაუწევს
კურატორობას.
ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
თამარ დახუნდარიძემ მედიასთან კომენტარი დღეს პირველად გააკეთა და
აღნიშნა, რომ მისთვის დაკავებული თანამდებობა საპასუხისმგებლოა.
„რა თქმა უნდა, ძალიან საპასუხისმგებლოა ეს პოსტი, რადგან ჯანდაცვის
და სოციალური საკითხები არის ძალიან სენსიტიური. ჩვენი მუნიციპალიტეტი
არაერთ პროგრამას ახორციელებს ამ მიმართულებით. 33 სოციალური პროგრამა
გვაქვს. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ მოქალაქემდე მივიტანოთ ეს,
გავხადოთ უფრო ეფექტური და მეტი ადამიანის დახმარება შევძლოთ.
აქტიურად ვიქნები ჩართული გენდერისა და ტურიზმის მიმართულებითაც.
ვმუშაობთ ერთობლივად, გვინდა, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და ქალაქი
მეტად გამოვაცოცხლოთ“, - ამბობს მერის ახალი მოადგილე.
თამარ დახუნდარიძე ქალაქის მერის მოადგილედ ერთი კვირის წინ
დაინიშნა. მან ირაკლი ქარქაშაძე შეცვალა.
მასალის გამოყენების პირობები