ახალი ამბები
რომელი სახეობის სათამაშოები ამოიღო ზედამხედველობის სააგენტომ რეალიზებიდან?
FaceBook

ზედამხედველობის სააგენტომ რამდენიმე სახეობის სათამაშოს ბაზრიდან გამოთხოვის და ამოღების დადგენილებები გამოსცა.



ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, საზედამხედველო პროცედურების ფარგლებში, მათ მიერ ბაზარზე განთავსებული 20 სათამაშოს ლაბორატორიული შემოწმდა, საიდანაც ექვსი სათამაშოს შემთხვევაში გარკვეული შეუსაბამობები დადგინდა.

„პროდუქტი შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, კერძოდ 4 სათამაშოს შემთხვევაში დადასტურდა სტანდარტებთან შეუსაბამობა ქიმიური შემადგენლობის თვალსაზრისით და შესაბამისად, სააგენტოს მიერ გამოიცა პროდუქტის გამოთხოვის დადგენილებები, რომელთა მიხედვით, შესაბამის კომპანიებს საფრთხის შემცველი პროდუქტის რეალიზაციიდან ამოღება, მომხმარებელზე რეალიზებული პროდუქტების უკან დაბრუნება და ამის შესახებ მაღაზიაში გამოკრული საინფორმაციო ბანერების, კომპანიის სოციალური ქსელისა და ვებგვერდის მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება დაევალათ. ხოლო ორი სათამაშოს შემთხვევაში დადასტურდა მცირე ნაწილების გამოყოფის რისკები, რამაც შესაძლოა, რესპირატორული გართულებები გამოიწვიოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამის კომპანიებს პროდუქტის ბაზრიდან ამოღება დაევალათ“, – ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოში თითოეული სათამაშოს შემთხვევაში დადგენილი შეუსაბამობებს დეტალურად ასახელებენ:

„1. სათამაშო ფრჩხილის ლაქის ნაკრების (სერია MBK-326, მწარმოებელი MEI BO KAI) ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სათამაშოში ტყვიის მიგრაცია არის 191.8 მგ/კგ, რაც 95.9-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ II დანართის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტითა და სსტ იენ 71-3 სტანდარტით განსაზღვრულ დასაშვებ მიგრაციის ზღვარს – 2.0 მგ/კგ-ზე ნაკლები ან ტოლი. ტყვია წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას. სტანდარტით გათვალისწინებული მსგავსი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ხშირი და გრძელვადიანი ექსპოზიციის დროს, იზრდება კარცენოგენური ეტიოლოგიით გამოწვეული პათოლოგიების განვითარების რისკები. შესაბამისად, გამოიცა დადგენილება პროდუქტის გამოთხოვასთან დაკავშირებით.

2. სათამაშოს ქსილოფონის (სერია/მარკა: frog insects knock xylophone მწარმოებელი – Mut) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოს სძვრება საღებავი, რომელმაც გადაყლაპვის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები. ვინაიდან ქსილოფონი განკუთვნილია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა დამახასიათებელი ქცევაა სათამაშოების პირში ჩადება, სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო არ უნდა შეიცავდეს და არ უნდა სძვრებოდეს მცირე ზომის ნაწილები, აქედან გამომდინარე, აღნიშნული სათამაშო ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მე-2 დანართის I მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებს და სსტ იენ 71-1 სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს . გამოიცა დადგენილება პროდუქტის ამოღებასთან დაკავშირებით.

3. სათამაშო ტყლარწის – crystal mud, მწარმოებელი – უცნობი, სხვადასხვა ფერი) ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ სათამაშოში ბორის მიგრაცია არის 2116 მგ/კგ, რაც 7.053-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ II დანართის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტითა და სსტ იენ 71-3 სტანდარტით განსაზღვრულ დასაშვებ მიგრაციის ზღვარს – 300 მგ/კგ-ზე ნაკლები ან ტოლი. ბორი წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას. სტანდარტის მოთხოვნებთან მსგავსი შეუსაბამობების მქონე სათამაშოსთან ხშირი და გრძელვადიანი ექსპოზიციის შემთხვევაში, იზრდება კარცენოგენური ეტიოლოგიით გამოწვეული პათოლოგიების განვითარების რისკები. აღნიშნულ სათამაშოზეც გამოიცა დადგენილება პროდუქტის გამოთხოვასთან დაკავშირებით.

4. სათამაშო ტყლარწის (მწარმოებელი – უცნობი, სერია/მარკა – N002) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოში ბორის მიგრაცია არის 891.8 მგ/კგ, რაც 2.97-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის” II დანართის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტითა სსტ იენ 71-3 სტანდარტით განსაზღვრულ დასაშვებ მიგრაციის ზღვარს – 300 მგ/კგ-ზე ნაკლები ან ტოლი. ბორი წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას. მსგავსი შეუსაბამობების მქონე სათამაშოსთან ხშირი და გრძელვადიანი ექსპოზიციის შემთხვევაშიც იზრდება კარცენოგენური ეტიოლოგიით გამოწვეული პათოლოგიების განვითარების რისკები. გამოიცა დადგენილება პროდუქტის გამოთხოვასთან დაკავშირებით.

5. სათამაშო ტყლარწის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სათამაშოში ბორის მიგრაცია არის 838 მგ/კგ, მაშინ როდესაც დასაშვები მიგრაციის ზღვარი „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ II დანართის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტითა და სსტ იენ 71-3 სტანდარტის მიხედვით 300 მგ/კგ-ია. ბორი წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას. მსგავსი შეუსაბამობების მქონე სათამაშოს ხშირი და ხანგრძლივი მოხმარება ასევე უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების გაზრდილ რისკებს. გამოიცა დადგენილება პროდუქტის გამოთხოვასთან დაკავშირებით.

6. სათამაშო იარაღის (სერია/მარკა – 320-3, მწარმოებელი – უცნობი) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ იარაღის ტყვიებს სძვრება მცირე ნაწილები, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ბავშვის ხორხში და გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები. სათამაშო არ უნდა შეიცავდეს და არ უნდა სძვრებოდეს მცირე ზომის ნაწილები, აქედან გამომდინარე, აღნიშნული სათამაშო ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის” მე-2 დანართის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს და სსტ იენ 71-1 სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გამოიცა დადგენილება პროდუქტის ამოღებასთან დაკავშირებით.

ზემოთაღნიშნული შემოწმებების შედეგებიდან გამომდინარე, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო მსგავსი ტიპის სათამაშოებზე ზედამხედველობის ინტენსივობის და სიხშირის გაზრდას გეგმავს“, – განმარტავენ სააგენტოში.

ფოტო: სოციალური ქსელი

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.