ქუთაისს სექტემბერში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულება
შეემატება.
საუბარია ავტოქარხნის დასახლებაში მშენებარე საბავშვო ბაღზე, რომელიც
საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.
ამის შესახებ ქუთაისის „ბაგა-ბაღების გაერთიანების“ დირექტორმა დავით
წიტაიშვილმა განაცხადა.
„ქალაქ ქუთაისისთვის კიდევ გვემატება ერთი საბავშვო ბაღი, რომელსაც
აშენებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, უღრმესი
მადლობა მათ ამისთვის. ეს ადგილი სპეციალურად შეირჩა, იმის გამო, რომ
როგორც ხედავთ, ძალიან კომპაქტური დასახლებაა. აქვე არის მიმდებარედ
ერთი საბავშვო ბაღი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც
უბანს სჭირდება. ამიტომ, ეს ადგილი შეირჩა.
საბავშვო ბაღი 180 ბავშვზეა გათვლილი, იქნება ყველა სტანდარტით
აღჭურვილი. როგორც ხედავთ, ეზოს მოპირკეთებაც ახლა მიმდინარეობს.
წელს, ალბათ სასექტემბროდ, გაიხსნება და გვექნება კიდევ ერთი საბავშვო
ბაღი ქალაქ ქუთაისში“, - განმარტავს დავით წიტაიშვილი.
ახალი ბაღის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 3 მილიონი ლარით
აფინანსებს.
პროგრამის ფრგლებში, ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები,
საპირფარეშო და ეზო. გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების,
რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების
კეთილმოწყობა.
ბაღის შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე
პირთათვის.
ამ ეტაპზე ასე გამოიყურება
ავტოქარხნის დასასხლებაში მშენებარე
ბაღი:
მასალის გამოყენების პირობები