ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე განთავსებული საქართველოს დროშის სახელმწიფო
შესყიდვაზე ტენდერი (NAT230000718) ცხადდება.
„ქუთგანათების სერვისი“ 16 ცალ დროშას ყიდულობს, რომლის სავარაუდო
ღირებულება 17 936 ლარია.
როგორც სერვისებში განმარტავენ, ძლიერი ქარის გამო საქართველოს
ეროვნული სიმბოლიკა ზიანდება, ამიტომ მისი შეცვლა უწევთ.
„ქარის გამო ხშირად ხდება დაზიანება, უნდა შეიცვალოს და ამიტომ არის
ამდენი რაოდენობა“- აცხადებენ ა(ა)იპში.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საქონლის მიწოდება ხელშეკრულების
დადებიდან, დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, 30 კალენდარული დღის
ვადაში უნდა განხორციელდეს.
წინადადების მიღება 22 იანვარს იწყება და 2 დღეში სრულდება.
ქარის გამო ნიკეას ქუჩაზე აღმართული დროშა ხშირად იხევა, ამიტომ მერია
ეროვნულ სიმბოლიკას ხან დროებით ხსნის, ხანაც პერიოდულად ახალს
ყიდულობს.
მასალის გამოყენების პირობები