იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის
მუნიციპალიტეტის სოფელ ღარისხევში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო
გამოავლინეს.
"ეროვნული სატყეო სააგენტოს" ინფორმაციით, საამქროს ტერიტორიაზე
უკანონოდ მოპოვებული 2 კუბურ მეტრამდე წიფელის სახეობის პირველადი
გადამუშავების პროდუქტია (ფიცარი) აღმოჩენილი.
"ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა
სამინისტროში"-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები