ქუთაისში, ქალაქის მერიის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.
პროტესტის მიზეზი დნიპროს მერის ბორის ფილატოვის „ფორმულასთან“
ინტერვიუ გახდა, სადაც ბორის ფილატოვმა აღნიშნა, რომ დნიპროში
მომხდარ ტრაგედიას ყველა დაძმობილებული ქალაქი გამოეხმაურა გარდა
ქუთაისისა.
აქტივისტმა აკაკი საღინაძემ მერიის წინ ბანერი მიიტანა, სადაც დნიპროს
მერის ინტერვიუდან ამონარიდი იყო დატანილი.
"სამწუხაროდ, ჩვენ მოძმე ქალაქთან, ქუთაისთან დავკარგეთ ომში კავშირი.
ქუთაისს თუ ესმის, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი დახმარება
ადამიანებისთვის, ქუთაისის მხრიდან“, - აღნიშნავდა ფილატოვი.
აკაკი საღინაძემ ქუთაისის მერს უკრაინისქალაქ დნიპროს მიმართ მეტი
მხარდაჭერისა და ისტორიის სწორ მხარეს დგომისკენ მოუწოდა.
„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის სავალდებულო იყო ეს მესიჯი ჩემი
ქალაქის, ქუთაისის მერთან მიმეტანა, რადგან როდესაც ისტორია მართალსა
და არასწორს მხარეს ნათელს მოჰფენს, კარგად დავინახოთ ვინ, რომელ
მხარეს იკავებდა და მე მოვუწოდებ ქუთაისის მერს დაიკავოს მართალი
მხარე და ყველა შესაძლო რესურსით დაეხმაროს უკრაინულ ქალაქ დნიპროს,
სხვა შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ სახელმწიფოს ამ დანაშაულში
მხილებას, მეორე მხრივ კი პირად პასუხისმგებლობაზე ავიღებთ უკრაინის
მხარდაჭერის ფონდის შექმნას, რადგან ქუთაისის მოსახლეობას ესმის მოძმე
ერის წუხილის ხმა“, - განაცხადა აკაკი საღინაძემ.
14 იანვარს, დნიპროში რუსი აგრესორების მხრიდან, 9-სართულიან
საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 44 ადამიანი
დაიღუპა. მათგან 38 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის 4 ბავშვია.
ასევე, იპოვეს ადამიანის სხეულის სამი ფრაგმენტი. 30 ადამიანი
დაკარგულად მიიჩნევა.
ნანგრევებიდან 39 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 6 ბავშვია. 75
ადამიანი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის 14
ბავშვი.
დნიპრო ქუთაისის დამეგობრებული ქალაქია. დნიპროს გარდა
ხარკოვი,ჟიტომირი, ლვოვი, დონეცკი, მიკოლაევი, დნიპრო, სუმი,
ზაპოროჟიე - ქუთაისის დამეგობრებული ქალაქებია უკრაინაში.
ყველაზე მეტი მეგობარი ქალაქ ქუთაისს სწორედ უკრაინაში ყავს.
დნიპროს მერის ინტერვიუს
ქუთაისის მერია გამოეხმაურა.
მასალის გამოყენების პირობები