ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ტროტუარების რეაბილიტაცია
იგეგმება.
ამ მიზნით მერია 1 800 000 (სავარაუდო ღირებულება) ლარის ტენდერს
[NAT230000492] აცხადებს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის (ტროტუარები) სიგრძე 2 900მ-ა. ტროტუარების
სიგანე კი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, არსებული სიტუაციისა და
მდგომარეობის გათვალისწინებით ცვალებადია.
„ტროტუარებზე და საპარკინგე ზონებზე წარმოადგენილია დაზიანებული
დეკორატიული ფილის საფარი, რის გამოც მოსახლეობას უჭირს გადაადგილება.
პროექტით გათვალისწინებულია ახალი ტროტუარების მოწყობა დეკორატიული
დაწნეხილი ფილის საფარით, რომლის სისქეა 4 სმ. ასევე დამკვეთის
მოთხოვნაა, საპროექტო მონაკვეთის მთელ სიგრძეზე მოეწყოს ლითონის
მოაჯირი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ტროტუარის იზოლირება სავალი
ნაწილისგან, რაც ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებას, უზრუნველყოფს.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ახალი დაწნეხილი ბეტონის ბორდიურების
მოწყობასა და საპარკინგე ზონების რეაბილიტაციას ასფალტბეტონის
საფარით. ტროტუარებზე ხდება გაზონების რეაბილიტაცია და შემოფარგვლა
ჩამკეტი დაწნეხილი ბეტონის ბორდიურით.
ტროტუარებზე მიერთებებთან უნდა მოეწყოს იმდაგვარად, რომ უზრუნველყოფილ
იქნას შშმ პირთა გადაადგილება.
დამკვეთის მოთხოვნით ხდება არსებული ელ.განათების ბოძების შეღებვა და
მათზე ტროტუარის განათებისათვის ლამპიონების დამატება.
ამასთან, სათვალთვალო ჭების ხუფებზე უნდა იყოს წარწერა „ქუთაისის
მუნიციპალიტეტი“,- წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 180 კალენდარული
დღეა.
წინადადების მიღება 28 იანვარს იწყება და 2 თებერვალს სრულდება.
ფოტო: არქივი
მასალის გამოყენების პირობები