სინოპტიკოსები საქართველოში ისევ ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 იანვრიდან 23 იანვრამდე
კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე
დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
სააგენტოს ცნობით, ქარის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს
მიაღწიოს.
ძლიერი ქარი იმერეთში რამდენიმე დღის წინაც იყო, რამაც მოსახლეობა
დააზარალა. იმერეთში არსებული ოთხდღიანი სტიქიის შედეგად გამოწვეული
ზარალი, პირველადი მონაცემებით, 8 100 000 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები