ახალი ამბები
2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, საქართველოში ფრენები 88%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი 85%-ით აღდგა
FaceBook
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს, საქართველოს აეროპორტები ჯამში 4 441 316 მგზავრს მოემსახურა.
ეს მონაცემი 78%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. 2019 წელს გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობასთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი კი 85%-ს შეადგენს.

სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 998 785 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 78%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 81%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 796 063 მგზავრი. მგზავრთნაკადის ზრდა 2021 წელთან შედარებით 182%-ს შეადგენს. 2019 წელთან შედარებით კი, ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 91%-ს შეადგენს.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 616 885 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წელთან შედარებით 20%-ია, ხოლო 2019 წელთან მიმართებაში, მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს.

მგზავრთნაკადის ზრდის დადებითი დინამიკაა ასევე ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებში. მესტია 2022 წლის დაჯამებული მონაცემებით 9 385 მგზავრს მოემსახურა, რაც 83%-ით მეტია ვიდრე 2021 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 9%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ წელს 2 657 მგზავრი მიიღო, რაც 33%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 35%-ით აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წელთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 96%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელთან მიმართებაში ზრდა 148%-ს შეადგენს. აეროპორტი 17 541 მგზავრს მოემსახურა.

2022 წელს, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 21 430 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 16 290-ს, ხოლო ჩარტერების - 5 140-ს. 2021 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, აღდგენის მაჩვენებელი 88%-ს შეადგენს.

1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 41 ავიაკომპანია 60 მიმართულებით ოპერირებს. 2022 წელს, ქვეყანას 9 ახალი ავიამიმართულება დაემატა, საავიაციო ბაზარზე კი შემოვიდა 10 ახალი ავიაკომპანია (Condor Airlines, Flyone Armenia, Varesh Airlines, Flyadeal, Armenia Airways, Pars Air, Southwind Airlines, Air Moldova, Thai Air Asia X და FlyArna).

2022 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 588 226 მგზავრი ყავს გადაყვანილი. რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. Wizz Air Hungary – 13% (588 226 მგზავრი);
2. Turkish Airlines – 12% (546 895 მგზავრი);
3. Pegasus – 9% (408 780 მგზავრი);
4. Belavia – 6% (243 620 მგზავრი);
5. Fly Dubai – 5% (227 612 მგზავრი);
6. Azerbaijan Airlines – 5% (209 415 მგზავრი);
7. Israir – 4% (197 109 მგზავრი);
8. Flynas – 4% (162 462 მგზავრი);
9. Georgian Airways – 3% (148 612 მგზავრი);
10. Fly Arystan – 3% (138 939 მგზავრი)“,- აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.