ქუთაისში, ბუკიას ქუჩაზე მდებარე "მაგნიტის" ფილიალი გუშინ, გვიან
ღამით, გაძარცვეს.
წაღებულია 3000 ლარამდე ღირებულების სიგარეტი.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა მაღაზიის კარის მინა
ჩაამსხვრიეს და ამ გზით მოახერხეს ობიექტში შესვლა.
"მაგნიტის" მენეჯერის თქმით, ამავე მაღაზია რამდენიმე კვირის წინაც
გაიქურდა.
ქუთაისში, გუშინ, ასათიანის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაც
გაძარცვეს.
მასალის გამოყენების პირობები