იმერეთში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გუბერნატორი
მოქალაქეებს მოუწოდებს, ძველით ახალი წლის აღსანიშნავად, პიროტექნიკის
გამოყენებისგან თავი შეიკავონ.
რეგიონში ბევრ შენობას სახურავი აქვს გადახდილი, ქარი კი ისევ
ძლიერია, რაც ხანძრის წარმოშობის რისკებს ქმნის.
„მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმერეთის
მოსახლეობას და ვთხოვო, რომ დღეს, ღამით მაქსიმალურად ყველამ
შევიკავოთ თავი პიროტექნიკის გამოყენებისგან. იცით, რომ ქარი ძლიერია,
ძალიან ბევრი შენობის სახურავი არის გადახდილი და არის იმის
საშიშროება, რომ წარმოიქმნას ხანძრები. გთხოვთ გავითვალისწინოთ და ნუ
მივაყენებთ ზიანს ერთმანეთს“ , - ამბობს ზვიად შალამბერიძე.
იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად მეოთხე დღეა ზიანდება ინფრასტრუქტურა.
რეგიონში სულ 567 შენობას ნაწილობრივ ან სრულად აქვს სახურავი
გადახდილი. აქედან, 333 კერძო, 176 მრავალბინიანი სახლი, 39
სახელმწიფო და 19 ბიზნეს ობიექტია. მოსახლეობის ნაწილს კვლავ
შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი.
12-ვე მუნიციპალიტეტში მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები და
სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაზარალებულთა
მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლას
აწარმოებენ.
მუნიციპალიტეტებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი:
ქუთაისი
ცხელი ხაზი: (0431) 24-26-51 , 595250309
;
ხონი
ცხელი ხაზი: 595 33 25 44 ;
წყალტუბო
ცხელ ხაზი: 599 35 90 17, 595 95 75
98;
ვანი
ცხელი ხაზი: (0432) 22 10 34, 591 30 02
80
სამტრედია
ცხელი ხაზი: 599 15 25 49;
ტყიბული
ცხელი ხაზი:
599 27 32 50;
თერჯოლა
ცხელი ხაზი:
0491 24 44 64, 577 39 05 60;
საჩხერე
ცხელი ხაზი: 599 29 50 24;
ბაღათი
ცხელი ხაზი:
595 51 05 00;
ჭიათურა
ცხელი ხაზი: 577 01 77 94, 577 01 77
69;
ხარაგაული
ცხელი ხაზი: 595 51 98 10;
ზესტაფონი
ცხელი ხაზი: 598 34 53 35;
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები