ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდ კორპუსს
ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.
სასწავლების მიმდებარე ტერიტორია ლენტითაა შემოსაზღვრული.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგო სვანაძის
განმარტებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს აღწერს და
ამის შემდეგ დაიწყება სალიკვიდაციო სამუშაოები.
"7 კორპუსზე სხვადასხვა დონის დაზიანებაა. ძირითადად
სახურავებია ცალკეულ სეგმენტებზე გადახდილი. გარდა ამისა, არის კიდევ
რამდენიმე კრიტიკული წერტილი, რომელიც იდენტიფიცირებული გვაქვს და
მუდმივ კონტროლზე გვყავს აყვანილი. მას შემდეგ, რაც სტიქიიდან
გამომდინარე ეს პრობლემები შეიქმნა, შესაბამისი ადგილები გადაკეტილია,
რომ რაიმე საფრთხე არ შეექმნათ ადამიანებს“,- განმარტავს
სერგო სვანაძე.
იმერეთში არსებული სტიქიის გამო, უნივერსიტეტში ორი დღით (12-13
იანვარი)
შეჩერებულია სასწავლო პროცესიც. ამ რიცხვებში
დაგეგმილი ლექციები, პრაქტიკული, ლაბორატორიული სამუშაოები და
აქტივობები 14 და 16 იანვარს ჩატარდება.
იმერეთში მეოთხე დღეა, სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა ქარმა
მუნიციპალიტეტებში
პრობლემები შექმნა.
რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში შექმნილია ცხელი
ხაზი და მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში შეუძლია არსებული პრობლემის
შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილ საგანგებო შტაბებს
დაუკავშირდეს.
ქუთაისი
ცხელი ხაზი: (0431) 24-26-51 , 595250309
;
ხონი
ცხელი ხაზი: 595 33 25 44 ;
წყალტუბო
ცხელ ხაზი: 599 35 90 17, 595 95 75
98;
ვანი
ცხელი ხაზი: (0432) 22 10 34, 591 30 02
80
სამტრედია
ცხელი ხაზი: 599 15 25 49;
ტყიბული
ცხელი ხაზი:
599 27 32 50;
თერჯოლა
ცხელი ხაზი:
0491 24 44 64, 577 39 05 60;
საჩხერე
ცხელი ხაზი: 599 29 50 24;
ბაღათი
ცხელი ხაზი:
595 51 05 00;
ჭიათურა
ცხელი ხაზი: 577 01 77 94, 577 01 77
69;
ხარაგაული
ცხელი ხაზი: 595 51 98 10;
ზესტაფონი
ცხელი ხაზი: 598 34 53 35;
მასალის გამოყენების პირობები