იმერეთში, ძლიერი ქარის შედეგად, მეოთხე დღეა ინფრასტრუქტურა
ზიანდება. 12-ვე მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემებია შექმნილი.
რეგიონში სულ 567 შენობას ნაწილობრივ ან სრულად აქვს სახურავი
გადახდილი. აქედან, 333 კერძო, 176 მრავალბინიანი სახლი, 39
სახელმწიფო და 19 ბიზნეს ობიექტია.
"მეოთხე დღეა გრძელდება სტიქია იმერეთის რეგიონში. დღეისათვის ჩვენ,
სამწუხაროდ, 600-მდე შენობა გვაქვს დაზიანებული რეგიონის მასშტაბით.
ამ ეტაპზე არ მიეწოდება 150-მდე სოფელს ელექტროენერგია, გვაქვს
პრობლემები გაზის და წყლის მიწოდების კუთხითაც, თუმცა 24 საათის
განმავლობაში, როგორც აქამდე, ახლაც მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები
პრობლემების აღმოფხვრაზე და რაც შესაძლებელია მოკლე დროში
ვახორციელებთ ყველა სახის სამუშაოებს.
აქვე, მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით იმერეთის
მოსახლეობას და ვთხოვო, რომ დღეს, ღამით მაქსიმალურად ყველამ
შევიკავოთ თავი პიროტექნიკის გამოყენებისგან. იცით, რომ ქარი ძლიერია,
ძალიან ბევრი შენობის სახურავი არის გადახდილი და არის იმის
საშიშროება, რომ წარმოიქმნეს ხანძრები. გთხოვთ გავითვალისწინოთ და ნუ
მივაყენებთ ზიანს ერთმანეთს" - ამბობს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული
ზვიად შალამბერიძე.
რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში შექმნილია ცხელი ხაზი და მოსახლეობას
24 საათიან რეჟიმში შეუძლია არსებული პრობლემის შესახებ ადგილობრივ
თვითმმართველობებში შექმნილ საგანგებო შტაბებს დაუკავშირდეს.
ქუთაისი
ცხელი ხაზი: (0431) 24-26-51 , 595250309 ;
ხონი
ცხელი ხაზი: 595 33 25 44 ;
წყალტუბო
ცხელ ხაზი: 599 35 90 17, 595 95 75 98;
ვანი
ცხელი ხაზი: (0432) 22 10 34, 591 30 02 80
სამტრედია
ცხელი ხაზი: 599 15 25 49;
ტყიბული
ცხელი ხაზი: 599 27 32 50;
თერჯოლა
ცხელი ხაზი: 0491 24 44 64, 577 39 05
60;
საჩხერე
ცხელი ხაზი: 599 29 50 24;
ბაღათი
ცხელი ხაზი: 595 51 05 00;
ჭიათურა
ცხელი ხაზი: 577 01 77 94, 577 01 77 69;
ხარაგაული
ცხელი ხაზი: 595 51 98 10;
ზესტაფონი
ცხელი ხაზი: 598 34 53 35;
მასალის გამოყენების პირობები