ქუთაისში, ძლიერი ქარის გამო, რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ
მიეწოდება.
„ენერგო პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ ქარის გამო, ხეები
ელექტროგადამცემ ბოძებს ეცემა და აზიანებს.
მათივე ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები ინტენსიურ რეჟიმში
მუშაობენ და მოქალაქეებს დენი დღის ბოლომდე აღუდგებათ.
ქუთაისში ძლიერმა ქარმა
პრობლემები შექმნა. წაქცეულია ხეები,
დაზიანებულია შენობის სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები.
ელექტროენერგიასთან ერთად, ქუთაისის მოსახლეობის დიდ ნაწილს
არც წყალი მიეწოდება.
მასალის გამოყენების პირობები