ახალი ამბები
მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და შენობის სახურავები ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა.
შემთხვევა რუსთაველის გამზირზე მოხდა. შედეგად, არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

ქარმა გარკვეული პრობლემები ქალაქის სხვადასხვა უბანშიც შექმნა. მოქალაქეების თქმით, ძირითადად, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია შენობის სახურავები.



ძლიერი ქარით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრაზე მერიის შესაბამისი სამსახურები სათანადო ზომებს იღებენ.

ქუთაისის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ს, დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე (0431) 24-26-51, 595250309), ან დაუკავშირდნენ ქალაქის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს:

„ავტოქარხანა- 599 68 77 77;

გამარჯვება - 593 54 27 17;

გუმათი - 595 35 55 35 ;

ვაკისუბანი- 599 49 88 25 ;

კახიანოური- 599 93 07 08;

მუხნარი - 591 21 32 15 ;

ნიკეა - 574 34 43 42 ;

საფიჩხია - 595 38 93 38 ;

სულხან-საბა - 571 05 04 04;

უქიმერიონი - 595 57 00 10;

ქალაქ- მუზეუმი 555 42 42 45;

ძელქვიანი - 595 11 44 83“-ა აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

სინოპტიკოსების ვარაუდით, იმერეთში ძლიერი ქარი ორი დღე გაგრძელდება. უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. 





Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ძლიერი ქარი
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.