საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური
პირობების გამო (თოვა, ნისლი), საავტომობილო გზებზე გარკვეული
შეზღუდვები მოქმედებს.
კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი
თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.
ამასთან, მათივე ცნობით, ქარბუქისა და დაბალი ტემპერატურის გამო,
აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52
მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება
თავისუფალია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გზის დანარჩენ
მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები