2022 წლის 31 დეკემბრიდან 2023 წლის 3 იანვრის პერიოდში, პიროტექნიკით
39 მოქალაქე დაზარალდა, მათგან 9 ბავშვია.
აქედან ჰოსპიტალიზაცია 24 შემთხვევაში გახდა საჭირო.
რაც შეეხება კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევებს, ცენტრს
დახმარებისთვის 500-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან ჰოსპიტალიზაციის
საჭიროება 128-შემთხვევაში იყო.
„სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების
ცენტრში დაცული ელექტრონული ბაზის მონაცემის მიხედვით, ზემოთ აღნიშნულ
პერიოდში პიროტექნიკით დაზარალებულმა 39-მა მოქალაქემ ითხოვა
დახმარება, აქედან 30 მოზრდილი და 9 ბავშვია. ჰოსპიტალიზაციის
საჭირობა დადგა 24 შემთხვევაში", - განმარტავენ სსიპ საგანგებო
სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
ipn.ge
მასალის გამოყენების პირობები