თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ
გოდოგანში, საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი
იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ქმარმა ცოლი მოკლა, შემდეგ
თავი მოიკლა.
მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც
დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას
გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები