ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაობის
გასაახლებლად მერია ტენდერს [NAT220028963] თავიდან
აცხადებს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ამჯერად 1 101 126 ლარია.
წერეთლის ქუჩაზე მდებარე სამუსიკო სკოლის შენობის რეაბილიტაცია
ამჟამად შეჩერებულია.
რეკონსტრუქცია, რომელიც გასული წლის 14 აპრილს დაიწყო, სამუშაოების
მოსამზადებელ ეტაპს არც გასცდენია. შედეგად, ქუთაისის მერიამ მის
კეთილმოწყობაზე პასუხისმგებელ კომპანიას ჯერ ჯარიმა დააკისრა, შემდეგ
კი ხელშეკრულება გაწყვიტა.
ქალაქის ცენტრალური სამუსიკო სკოლის რეკონსტრუქციისთვის ელექტრონული
ტენდერი (NAT220004003) 2022 წლის თებერვალში გამოცხადდა.
რეაბილიტაციის მსურველ 7 კომპანიას შორის მერიამ სამუსიკო სკოლის
შენობის კეთილმოწყობა, 1 583 866 ლარის სანაცვლოდ, შპს
"მშენებელჯგუფს" ანდო. მხარეებს შორის ხელშეკრულება 11 აპრილს
გაფორმდა. საბოლოო ჯამში, ქუთაისის მერიამ კომპანიას პირველადი
მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებისთვის 620 692 ლარი
გადაუხადა.
სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის
მიერაა დაფინანსებული.
მასალის გამოყენების პირობები