დღეს ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა.
ააიპ სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანების 37-ვე ფილიალში მიმდინარე
წლის 25 იანვარის შემდეგ სასწავლო პროცესი სრულად დღეს განახლდა.
ააიპ სკოლამდელი დაწესებულების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ
სასწავლო პროცესი გავრცელებული ვირუსების გამო იყო გადადებული. თუმცა,
მშობლები განმარტავენ, რომ სწავლება საკვების შესასყიდად
გამოცხადებული ტენდერის ჩავარდნის გამო ვერ განახლდა.
საბავშო ბაღებში სასწავლო პროცესი გასული წლის დეკემბერში შეწყდა.
ქუთაისის 37-ე საბავშვო ფილიალში 10 000-მდე აღსაზრდელია
რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები