ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტისთვის მზადებაა.
მოქალაქეებისთვის დღეს ჯგუფი „მგზავრები“, „ოჩოს ქოხი“, „ჩვენი
კვარტეტი“, ინდირა ჯგერნაია და DJ Zapa იმღერებენ.
საახალწლო საღამო 21:00 საათზე დაიწყება და ფოიერვერკების თანხლებით
დასრულდება.
საახალწლო ღონისძიებები ამით არ სრულდება. 3-დან 5 იანვრამდე
პატარებისთვის საახალწლო წარმოდგენები და სპექტაკლები გაიმართება,
სადაც ბავშვები საჩუქრებსაც მიიღებენ;
შობას, 7 იანვარს, ქალაქის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა
„ალილო“ გაიმართება;
13 იანვარს კი მესხიშვილის სახელობის თეატრში ბავშვთა ქორეოგრაფიულ
ანსამბლ "გენის" კონცერტი ჩატარდება.
წელს, საახალწლო განწყობის შესაქმნელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან,
ჯამში, დაახლოებით, 366 125 ლარი დაიხარჯება.
ფოტო: ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია
მასალის გამოყენების პირობები