ხვალ, 27 დეკემბერს, ქუთაისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ
იმსჯელებენ.
ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, 12:00 საათზე
დაიწყება.
"ჩვენ ხვალ გვექნება ბიუჯეტის საჯარო განხილვა უნივერსიტეტში და
ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება, გამოხატოს თავისი პოზიცია,
დააფიქსიროს მოსაზრება. ამავდროულად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჯაროობის
მაქსიმალური დაცვით ბიუჯეტის პროექტი წარვუდგინოთ მოქალაქეებს,
გავაცნოთ ის პრიორიტეტები, რომელიც ბიუჯეტის პროექტშია ასახული. ჩვენ
შეგვიძლია ნათლად აღვნიშნოთ ის, რომ სხვადასხვა მიმართულებით, მათ
შორის სოციალურ-ჯანდაცვითი, ინფრასტრუქტურის, ახალგაზრდული და
კულტურული პოლიტიკის მიმართულებით (მაშინ როდესაც უკვე გვაქვს
სტრატეგიის დოკუმენტი და პოლიტიკის დოკუმენტი) ბიუჯეტში არის ასახული
ციფრები და მათი ფისკალური რესურსი არის გაზრდილი"-განაცხადა
საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.
ქუთაისის ბიუჯეტს, 28 დეკემბერს, საკრებულოს 2022 წლის ბოლო სხდომაზე
დაამტკიცებენ.
მასალის გამოყენების პირობები