ახალი ამბები
დესტრუქცია - საკრებულოს თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე მეექვსე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ განცხადებით დაიწყო, რომელიც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას უკავშირდებოდა.


ირაკლი შენგელიამ ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლების გადაწყვეტილება დესტრუქციად შეაფასა.

"მაშინ, როდესაც ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განიხილება და ეს ეხება 150 000 მოქალაქეს, ეხება იმ პრიორიტეტებს, რომელიც ამ დოკუმენტში ასახულია, ვფიქრობ, ბოიკოტის რეჟიმი არის მიუღებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს, მათ ინტერესებს უცხადებს ბოიკოტს საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". შესაბამისად, ამ ქმედებას მე ნამდვილად შევაფასებ როგორც დესტრუქციას, ქმედებას, რომელიც არ არის ორიენტირებული განვითარებაზე. დემოკრატიული პროცესის ნაწილი არამგონია იყოს ბოიკოტის რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების მიმართ",- განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

საკითხს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე მარეხი ნიჟარაძეც გამოეხმაურა.

"ნაციონალური მოძრაობის" ბოიკოტი და დესტრუქცია ახალი არ არის ჩვენთვის. საკრებულო გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გასაკეთებელი ქალაქისთვის, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის. ეს (ბოიკოტი) მათი არჩევანია, უნდათ ჩაერთონ ქუთაისის მთავარი ბიუჯეტის მიღების პროცესში, გააგრძელონ ჩვენთან ერთად მუშაობა ქალაქის საკეთილდღეოდ, თუ ურჩევნიათ მხარი დაუჭირონ თავიანთ მთავარსარდალ სააკაშვილს. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საკრებულოში. არავითარ შემთხვევაში ხელი არ უნდა შეეშალოს ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალურ საკითხებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის.

ჩემი სუბიექტური შეფასება თუ გაინტერესებთ, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა შეიძლება იყოს მძიმე, შეიძლება არ იყოს მძიმე, შეიძლება ჰქონდეს სიმულაციასაც ადგილი",- განმარტა მარეხი ნიჟარაძემ.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადადიან და პროტესტის შეწყვეტას მანამ არ აპირებენ, სანამ მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის უფლება არ მიეცემა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.