ქუთაისში, ე.წ. კინო გამარჯვებასთან მდებარე კოლონადების რეაბილიტაცია იგეგმება.
მოეწყობა მისი მიმდებარე სკვერიც.
მერიამ ტენდერი [NAT220027620] უკვე გამოაცხადა.
ქუთაისის მერია აღნიშნულისთვის 96 213 ლარს დახარჯავს (შესყიდვის
სავარაუდო ღირებულება).
წინადადების მიღება 2023 წლის პირველ იანვარს დაიწყება და 4-ში
დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადაა
ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღე.
ასეთი უნდა იყოს რეაბილიტირებული კოლონადი და მიმდებარე
სკვერი.
მასალის გამოყენების პირობები