თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების საკითხთან დაკავშირებული
პროცესი დღეს გაიმართება.
სასამართლო სხდომა, რომელიც წინა პროცესზე, მოსამართლე გიორგი
არევაძის გადაწყვეტილებით, 22 დეკემბრისთვის გადაიდო, 11:00 საათზეა
ჩანიშნული.
ჯერჯერობით უცნობია, დღეს მაინც მიეცემა თუ არა მიხეილ სააკაშვილს
პროცესზე დასწრების ან დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა.
როგორც ცნობილია, წინა პროცესზე, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა,
პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ჩართვაზე უარი თქვა. როგორც
აღნიშნული სამსახურის წარმომადგენელმა მიზეზის განმარტებისას აღნიშნა,
„ვივამედში“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს არ ჰქონდა შესაბამისი
ტექნიკური მოწყობილობები, რის გამოც მსჯავრდებული სააკაშვილის
სასამართლო პროცესზე ჩართვას ვერ უზრუნველყოფდა.
სააკაშვილის დღევანდელ პროცესზე იმ უცხოელი სამედიცინო ექსპერტების
დაკითხვა იგეგმება, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის
მდგომარეობის შესახებ დასკვნის მომზადებაში იყვნენ ჩართულნი.
მასალის გამოყენების პირობები