ქუთაისში, წითელ ხიდთან, საზოგადოებრივი საპირფარეშო ეწყობა.
იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ადგილობრივმა თვითმმართველობამ
ვერ უზრუნველყო ქალაქში ტუალეტების პრობლემის მოგვარება, "განახლებული
რეგიონების" პროგრამის ფარგლებში საპირფარეშოს "მუნიციპალური
განვითარების ფონდი" აშენებს.
"ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, რუსთაველისა და წითელ ხიდებს
შორის არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს პროექტი დაიწყო 2021 წლის
შემოდგომაზე და დასრულდება მიმდინარე წლის დეკემბერში. საპირფარეშო
ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის",
- განმარტავენ "მუნიციპალური განვითარების ფონდში".
ქალაქში საზოგადოებრივი ტუალეტები 2012 წელს "გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიამ" ააშენა. თუმცა, მერიამ წლების
განმავლობაში ვერ შეძლო მათი დაკანონება, რის გამოც საპირფარეშოები
დაკეტილი იყო.
მასალის გამოყენების პირობები