ქუთაისში 2023 წელს
USAID-ის კიდევ ერთი
პროგრამის განხორციელება დაიწყება.
ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამა, რომელმაც
საქართველოში დეცენტრალიზაციასა და საჯარო მმართველობის რეფორმას უნდა
შეუწყოს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა გაიარა შერჩევის სამივე ეტაპი, გამოთქვა
პროგრამაში მონაწილეობის ფინანსური და რესურსული მზაობა და მოხვდა იმ
11 მუნიციპალიტეტს შორის, სადაც პროგრამა 2023 წელს დაიწყებს
მუშაობას.
ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა,
რომელიც დაფინანსებულია
USAID საქართველოს
მიერ და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
მერიის ინფორმაციით პროგრამის მთავარი მიზანია, დეცენტრალიზაციისა და
საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა, ადგილობრივი
თვითმმართველობის ეფექტურობის, ანგარიშვალდებულებისა და
გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა;
ასევე, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების
განვითარების ხელშეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები