ახალი ამბები
რატომ არ მუშაობს გაჩერებებზე დამონტაჟებული ტაბლოები
FaceBook
ქუთაისში ავტობუსების გაჩერებებზე ტაბლოები ერთ თვეზე მეტია დამონტაჟებულია, თუმცა ჯერჯერობით არ მუშაობს.
თუ როდის ამოქმედდება ელექტრონული საინფორმაციო დაფები მერიაში ზუსტად არ იციან. 

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის მირზა ხიდაშელის ინფორმაციით, ტაბლოები,  შესაძლოა, ახალი წლის შემდეგ ჩართონ.

ამ დრომდე გაჭიანურების მიზეზი ელექტროენერგიაა, რომელიც ტაბლოებამდე მიყვანილი ჯერ კიდევ არ არის.

„დენის ერთადერთი მიმწოდებელი ქალაქის მასშტაბით არის „ენერგო პრო“. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ შპს „ქართული მიკროელექტრონიკა“ ვალდებულია, მოაწყოს ტაბლოები და უზრუნველყოს ხარჯების დაფარვა, რომელიც დაკავშირებულია ელექტროენერგიის მიყვანასთან ამ ტაბლოებამდე. ანუ, შპს-მ უნდა გადაუხადოს „ენერგო პროს“ და შემდეგ ამ უკანასკნელმა დააერთოს. მიმდინარე მდგომარეობით, ეს ხელშეკრულება უკვე ფორმდება. დენის დაერთებიდან ორ დღეში ტაბლოები გაეშვება“, - განმარტავს  მირზა ხიდაშელი.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ მრავალწლიანი დაპირების შესრულება მას შემდეგ მოახერხა, რაც პროექტი "საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" ფარგლებში შეირჩა. შესაბამისად, ტაბლოების მოწყობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რაზედაც ელექტრონული ტენდერი  (NAT220004234) ქუთაისის მერიამ გამოაცხადა. 

ქალაქში 108 ერთეული საინფორმაციო ტაბლოს მოსაწყობად  ტენდერის გზით შერჩეულმა შპს "ქართული მიკროელექტრონიკამ"  898 283 ლარი მიიღო. 


ავტორი: ქეთი გელაშვილი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.