10 დეკემბერს ქუთაისში სპორტულ-კულტურული ფესტივალი "ამერიკული დღეები
2022" გაიმართება.
ღონისძიებები 13:00 საათზე დაიწყება და მათი ძირითადი
ნაწილი ცენტრალურ ბულვარში ჩატარდება, სადაც წარმოდგენილი იქნება
ამერიკული სპორტული და კულტურული აქტივობები:
● ამერიკული ფეხბურთი
● ბეისბოლი და სოფთბოლი
● კალათბურთი
● სთრონგმენები
● ქროსფითი
● მკლავჭიდი
● სამჭიდი
● აირსოფთი
● დრამსქული
● ჩერლიდინგი
● ფოვერ ლიფტინგი
● ფრისბი
● მასელ ქარები
● მოტოკლუბი
● გრაფიტი
● კორნ ჰოლი
ტერიტორიაზე განთავსდება ამერიკული და ქართული ბრენდების
პავილიონები.
ივენთს გააფორმებს ჰიფ-ჰოფ მუსიკა, რომელსაც წარმოადგენს არტისტი
DJ Grotask.
ღონისძიება კი დასრულდება ელექტრონული მუსიკის ივენთით, სადაც
დაუკრავენ:
Sebi Den და Deme
ფესტივალის ორგანიზატორია "შტატი 51"
მხარდამჭერები აშშ-ის საელჩო საქართველოში, ქუთაისის მერია
და თრეველ ჰაბი "ნომადაო"
დასწრება თავისუფალია.
ფესტივალი ეძღვნება საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების
30 წლის იუბილეს.
მასალის გამოყენების პირობები