ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საშობაო არდადეგები 31
დეკემბრიდან დაიწყება.
რაც შეეხება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის აღდგენას, ზუსტი თარიღი
მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„ჯერ არ გადაგვიწყვეტია 16 იანვარს აღვადგენთ სასწავლო პროცესს, თუ
23-ში, რადგან არასრული კვირაა, 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულია.
დანამდვილებით იმის თქმა შემიძლია, რომ ვიმუშავებთ 30 დეკემბრის
ჩათვლით“- ამბობს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით
წიტაიშვილი.
ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37
ფილიალია, სადაც 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.
ავტორი: ქეთი გელაშვილი
მასალის გამოყენების პირობები