26 ნოემბერს ლადო მესხიშვილის თეატრში რეზი ქაროსანიძის სადიპლომო
სპექტაკლის „ბუზების“ საპრემიერო ჩვენება გაიმართება.
რეზი ქაროსანიძე, რომელმაც მაყურებელი ოცამდე როლით დაამახსოვრა თავი,
რეჟისორის ამპლუაში გაეცნობა მაყურებელს.
ჟან პოლ სარტრის პიესა "ბუზები" ორესტეს ცნობილი ისტორიას
წარმოადგენს. რომელიც საყოველთაო სამართლიანობის აღდგენის
სურვილით, მის მშობლიურ ქალაქში, არგოსში ბრუნდება და ელექტრას
შთაგონებით, აგამემნონის მკვლელებზე - კლიტემნესტრასა და ეგისთეზე
შურს იძიებს.
ავტორს სპექტაკლზე მუშაობა პანდემიის დროს მოუწია, მძიმე რეგულაციების
პირობებში. რამაც გარკვეული ცვლილებები და შტრიხები შეიტანა
სპექტაკლში.
მიუხედავად ამისა მსახიობმა რეზი ქაროსანოიძემ რეჟისორის ამპლუაში
შეძლო თეატრში თავისი ხელწერის შექმნა.
"მთავარი, რატომაც მომინდა მსახიობობიდან რეჟისურაზე გადასვლა, ეს იყო
დაგროვილი პროტესტები სხვის სამყაროში ცხოვრების გამო, რომელიც არ
პასუხობდა არაფერ სამოქალაქოს. მე ვთვლი, რომ თეატრი ძალიან
სამოქალაქო განწყობისაა. ის აუცილებლად უნდა ლაპარაკობდეს მოქალაქეზე
და მოქალაქეობრივ ფასეულობებზე. თუ ეს გამოვაცალეთ, ვფიქრობ, თეატრს
არაფერი არ რჩება. ფუნქციას კარგავს. ამბობენ, რომ თეატრი და კულტურა
პოლიტიკური არაა, არადა თეატრი პირდაპირ პოლიტიკაა. თეატრი პოლიტიკის
გარეშე არ არსებობს. თეატრს უნდა ჰქონდეს დამოკიდებულება
მოქალაქეობრივი ვალდებულებების მიმართ", -აღნიშნა რეზი
ქაროსანძემ.
სპექტაკლი 26 ნოემბერს 19 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები