თავდაცვის
სამინისტროს წარმომადგენლებმა, პროექტის "ლექციები ჯარში"
ფარგლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტების მიერ სამხეროებისთვის
ჩატარებული ლექციები შეაჯამეს.
"თანამედროვე მსოფლიოში, თანამედროვე გამოწვევებზე ადექვატური
პასუხისთვის ყველაზე ეფექტური იარაღი არის განათლებული ჯარისკაცი.
რამდენადაც დღეს მხოლოდ თანამდეროვე აღჭურვილობა და შეიარაღება არ
არის ყველაზე მთავარი. მთავარია, განათლებული ჯარისკაცი, რომელიც
ცდილობს საფუძველშივე აიცილოს თავიდან კონფლიქტი და წინსწრებად მოხდეს
მისი პრევენცია. ამ გზაზე, ვფიქრობთ, რომ ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან
ნაბიჯს", - განაცხადა თავდაცვის სამინიტროს სტრატეგიული
კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მოლიდინმა ქუთაისში
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ვიზიტისას.
ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში თავდაცვის სამინისტროს
წარმომადგენლებმა, პროექტის "ლექციები ჯარში" ფარგლებში,
სხვადასხვა უნივერსიტეტების მიერ სამხეროებისთვის ჩატარებული ლექციები
შეაჯამეს.
პროექტის ფარგლებში, გასულ წელს დასავლეთის ოპერატიული სარდლობის
სტრუქტურული ქვედანაყოფების 150-მა სამხედრო მოსამსახურემ საბრძოლო
ხელოვნებაზე, საერთაშორისო უსაფრთხოებაზე და საბრძოლო სტრატეგიაზე
ლექციები მოისმინეს.
პროექტში ამ დროისთვის ჩართულნი არიან ქუთაისის აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო
უნივერსიტეტი და ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი.
პროექტი, რომელიც გასულ წელს დაიწყო, მიზნად ისახვს
სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებასა და სამხედრო
მოსამსახურეების ცოდნის დონის ამაღლებას.
მასალის გამოყენების პირობები