ახალი ამბები
"ახალმა მეპატრონემაც ვერ უშველა "- რა ბედი ელის "გუბერნსკის ციხის" ყოფილ შენობას
FaceBook
ქუთაისში,  "გუბერნსკის  ციხის"  ყოფილი შენობა, რომელიც ერთი წლის წინ გაიყიდა, ისევ მიტოვებულია.
"რომ გავიგეთ ობიექტი გაიყიდაო, გაგვიხარდა. გვეგონა ახალი მეპატრონე მოაწესრიგებდა ცოტას მაინც. იქ ისეთი მდგომარეობაა, ვირთხები ჩვენთანაც გადმოდიან, მაგრამ ახალმა მეპატრონემაც ვერ უშველა", - ამბობენ მიმდებარედ მცხოვრებლები. 

ეკონომიკის სამინისტრომ  შენობა  გასული წლის ივნისში გაასხვისა. ობიექტის მეპატრონე  ქუთაისელი ბიზნესმენი დავით კოსტავაა.  მან 9 196 კვ.მ ფართზე განთავსებულ შენობაში 1 750 000 ლარი გადაიხადა. 

რა უნდა მოეწყოს ტერიტორიაზე ან დაანგრევენ თუ არა ციხის ყოფილ  შენობას, ამის გასარკვევად დავით კოსტავას დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 

ერთი წლის წინ  დავით კოსტავა "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობდა, რომ ობიექტის ახალი დანიშნულების შესახებ 2021 წლის შემოდგომაზე ექნებოდა ესკიზი. მანამდე კი  ტერიტორიას დაასუფთავებდა.

"კონცეფცია შემიძლია გითხრათ, რომ იქნება საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსი. ასევე, კომერციული გამოყენებისაც. ანუ, მრავალპროფილური დანიშნულების იქნება. რაც შეეხება კონკრეტიკას, როდის დავანგრევთ, როდის დავაპროექტებთ, რამდენი სართული იქნება, რამდენ ნომრიანი და ასე შემდეგ, ჯერ არ ვიცი. ტერიტორია უნდა გასუფთავდეს, უნდა გაკეთდეს გეგმა, არის ბევრი სამუშაო. შემოდგომაზე, ალბათ, უკვე მექნება ესკიზი", -  განმარტავდა მაშინ  შენობის ახალი მეპატრონე. 

დავით კოსტავა ქუთაისში  რამდენიმე  კომპანიის მფლობელია. მის სახელს უკავშირდება სამშენებლო კომპანია "იბერიის ვარსკვლავი", სადაც 75.5%-იან წილს ფლობს. 100%-იანი წილი აქვს სავაჭრო ცენტრ "ქუთმოლში". მასვე ეკუთვნის ქუთაისი-თბილისი -ბათუმის სამარშრუტო ხაზი, ასევე, ორი სატრანსპორტო კომპანია: შპს "ნიულაინი" და შპს "იმერ-ტრანსი", რომლებიც ქუთაისის შიდა სატრანსპორტო ხაზებზე მუშაობენ. 

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე "გუბერნსკის ციხის" სახელით ცნობილი შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო. ქონების ეროვნულმა სააგენტომ ციხის შენობა გასაყიდად აუქციონზე 2019 წელს გაიტანა.  საწყისი ფასი 3 490 000 ლარი იყო, თუმცა, მაშინ მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა. 

ამავე თემაზე:



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.