ახალი ამბები
17 ნოემბერს, პარლამენტი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს
FaceBook
პარლამენტი 17 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.
ფინანსურ დოკუმენტს სესიაზე ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს.

საბიუჯეტო პროექტი მიხედვით, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში. ნომინალში მშპ 79.6 მილიარდ ლარს მიაღწევს.

2023 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის 38.8%-ით იგეგმება.

მთავრობა მომავალ წელს 21 მილიარდ 154 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს.

“საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-მდე გაიზრდება, ხოლო პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების მომატება გათვალისწინებულია 20%-ით. იზრდება პენსიები - 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს 65 ლარით, 365 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით, 295 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება.

ამ კუთხით მატებაა სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს 494 მილიონი ლარი, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია“, - აღინიშნა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.

ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მათი მოთხოვნაა ბიუჯეტის დეფიციტის კიდევ უფრო შემცირება, რაც ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

“ბოლო ორი წელია საქართველოში ორნიშნა ინფლაცია გვაქვს, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია მოსახლეობისთვის. მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებულია 2.8%-იანი დეფიციტი და კარგი იქნება თუ ეს მაჩვენებელი კიდევ შემცირდება“, - აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

სასესიო განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება უკან.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს არაუგვიანეს დეკემბრის მესამე პარასკევისა კენჭი ეყრება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.