პოლიტიკა
"ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, რუსეთიდან ყოფილიყო გასროლილი"
FaceBook
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთიდან გასროლილი ყოფილიყო.

კითხვაზე, იყო თუ არა რაკეტა რუსეთიდან გასროლილი, ბაიდენმა უპასუხა: „არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ამას. არ მინდა ამის თქმა მანამ, სანამ ბოლომდე არ გამოვიძიებთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, მისი ტრაექტორიის გამო, რომ რუსეთიდან იყოს გასროლილი, მაგრამ ვნახავთ, ვნახავთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა, პოლონეთში მომხდარი აფეთქების გამო, დღეს დილით „დიდი შვიდეულის“ ლიდერების საგანგებო შეხვედრა მოიწვია. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, გაერთიანებული სამეფოს პრეიერ-მინისტრი, რიში სუნაკი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, კანადის პრეზიდენტი, ჯასტინ ტრუდო და იაპონიის პრემიერი, ფუმიო კიშიდა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესპანეთის პრეზიდენტი, პედრო სანჩესი, იტალიის პრემიერი, ჯორჯია მელონი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.