გასულ წელს
ადგილობრივ თვითმმართველობაში ბიუჯეტიდან (მერია, საკრებულო) 287 780
ლარის პრემია გაიცა.
ქუთაისის მერიაში გასულ წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 209 905 ათასი
ლარის პრემია გაიცა. აქედან 25 ათას 910 ლარი თანამდებობის პირებზე
იქნა გაცემული.
ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებულ საჯარო წერილში განმარტებულია პრემიის
მნიშვნელობაც:
"პრემია არის საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებზე გაცემული
შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული
უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშაოდ შესრულებისთვის, ან
განკუთვნილი სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის", -
ნათქვამია წერილში.
2015 წელს ქუთაისის საკრებულოს თანამშრომლებზე გაცემულმა
პრემიამ 77 875 ლარი შეადგინა. საერთო ჯამში კი,
გასულ წელს ადგილობრივ თვითმმართველობაში ბიუჯეტიდან (მერია
საკრებულო) 287 780 ლარის პრემია გაიცა.
ამავე
თემაზე:
რისთვის მიიღეთ პრემია? - დეპუტატების პასუხები
მიღებულ პრემიებზე (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები