ახალი ამბები
"ოცნების" დეპუტატმა ტენდერებით ხონის ბიუჯეტის ნახევარი აიღო"
FaceBook
ხონში ელექტრონულ ტენდერებს "ქართული ოცნების" შემწირველები იგებენ.
ამის შესახებ  ხონის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"  და იმერეთის ანტიკორუფციული მოძრობის წევრებმა  ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

"ხონში არსებული ტენდერების უმრავლესობას, შპს "როსტვერკი" და შპს "ჯ და ჯ" იგებენ. ამ კომპანიის დირექტორი კი გახლავთ "ქართული ოცნების"  დეპუტატი წყალტუბოს საკრებულოში ჯეირან ომანაძე, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 120 000 ლარი შესწირა. აღნიშნული პიროვნების კომპანიებს ჯამში, მხოლოდ 2022 წელს მოგებული აქვს 6.5 მილიონის ტენდერი, რაც ხონის ბიუჯეტის თითქმის ნახევარია. მინდა მივმართო ხონის მერიას, როგორ შეიძლება მხოლოდ ერთი კაცი იგებდეს ყველა ტენდერს?! მის მიერ ტენდერებით მიღებული თანხა ხონის ბიუჯეტის ნახევარია" , -  განაცხადა ხონის საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ზვიად ჩიმაკაძემ.

იგი  "ქართულ ოცნებასთან" ერთად პასუხისმგებლობას  მოქალაქეებსაც აკისრებს, რომელიც  ხმას აძლევს  მმართველ გუნდს და ამით პოლიტიკურ არსებობას უგრძელებს კორუმპირებულ ხელისუფლებას.

ანტიკორუფციული მოძრაობის წევრების თქმით, მათი ორგანიზაცია აქტიურად სწავლობს იმერეთში არსებულ კორუფციულ ფაქტებს და ყველა მსგავსი ფაქტი საჯარო გახდება მოსახლეობისთვის.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.