ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი საახალწლო გალა-კონცერტისთვის,
სცენით, მხატვრული განათებით, გარე გამოყენების ეკრანითა და
გახმოვანების აპარატურით მომსახურების შესყიდვისთვის ქუთაისის მერია
ტენდერს (NAT220022709) აცხადებს.
აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის მერია 28`500 ლარს დახარჯავს
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად "მიმწოდებელი" ვალდებულია
უზრუნველყოს სცენის, ლედეკრანის, მხატვრული განათების და გახმოვანების
აპარატურის მონტაჟი "შემსყიდველი"-ს მიერ მითითებულ ადგილზე და
ღონისძიების დასრულების შემდეგ კი დემონტაჟი.
ეს საქმიანობა "მიწოდებელმა" 2022 წლის 31 დეკემბერს უნდა
განახორციელოს.
კონცერტის ხანგრძლივობა არანაკლებ 240 წუთი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები